ქვემო მლეთაში სამი წლის ბავშვი დაიღუპა

მოსახლეობა ისევ რისკის ზონაში რჩება
კვირას, 26 ივნისს, სოფელ ქვემო მლეთაში (დუშეთის რაიონი)  ტრაგიკულად დაიღუპა სამი წლის ხატია ნაზღაიძე.  გოგონა მდინარეში ჩავარდა და ადგილობრივებმა იგი მხოლოდ ღამითღა იპოვეს. ხატია ნაზღაიძის ოჯახი სასწრაფოდ გასასახლებელთა სიაში იყო.
2010 წელს ქვემო მლეთში მეწყერმა მდინარის კალაპოტი გადაკეტა და მოსახლეობას წყალი  სახლებში შეუვარდა. მას შემდეგ 18 კომლი ფაქტობრივად  მდინარის კალაპოტში ცხოვრობს.  ადგილობრივებმა არაერთხელ მიმართეს როგორც რაიონულ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას, რათა მათთვის  საცხოვრებლად სხვა ადგილები გამოეყოთ. დაპირებების მიუხედავად,  ისინი დღემდე  სიცოცხლის რისკის ქვეშ რჩებიან. მოსახლეობის ნაწილმა  მოახერხა, ბავშვები დროულად გაეხიზნა, თუმცა ვისაც ამის შესაძლებლობა არ გააჩნდა, ოჯახებთან ერთად ადგილზე დარჩნენ.
მლეთაში მცხოვრებლები შიშობენ, რომ გახშირებული წვიმების ფონზე მეწყერი ისევ გამეორდება. მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია ხელისუფლებას მიმართავს , დროულად მიიღოს ზომები რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას, ადეკვატურ პირობებში განსასახლებად.

Advertisements

მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია სტიქიით შედეგად დაზარალებულ პირთა უფლებების დაცვას ითხოვს

მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია უფლებამოსილ ორგანოებს სტიქიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ და სხვა დაზარალებულ პირთა უფლების დაცვის მიზნით ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაკენ მოუწოდებს.

ბოლო პერიოდში საქართველოში სტიქიის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამწუხაროდ, დაიღუპა 4 და დაიკარგა 2 ადამიანი. ეკონომიკურმა ზარალმა 10 მილიონ ლარს გადააჭარბა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული. 1995 წლიდან დღემდე მხოლოდ მეწყერებისა და ღვარცოფების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 2 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობამ კი ბოლო წლებში 400-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი (დაახლოებით 70%) მეწყერსაშიშ უბნებს შეიცავს.

ოფიციალური ინფორმაციით, 11 000-ზე მეტი ოჯახი  დღემდე სიცოცხლის  რისკის ქვეშ რჩება. მათი სახლები ოფიციალურადაა შეფასებული, როგორც დანგრეული, ან საცხოვრებლად უვარგისი და არააღდგენადი.

ამ ფონზე არ არსებობს  სტიქიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ და დაზარალებული პირების უფლების დაცვის მიზნით ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ერთიანი მიდგომა. ამასთან არ ხდება რისკების შეფასება და პრევენციული ზომების გატარება.

არაერთი კვლევისა და რეკომენდაციის მიუხედავად, ხელისუფლება არ ცდილობს, უფრო მეტი ფინანსები და სხვა რესურსი გამოყოს საქართველოში სტიქიური პროცესების პრევენციისთვის, ისევე როგორც, მიყენებული ზიანის სრულფასოვნად აღმოსაფხვრელად.

მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აგრეთვე – სხვა უფლებამოსილ ორგანოებს, მიიღონ ყველა საჭირო ზომა როგორც სტიქიური პროცესებისა და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების აქტუალიზაციისთვის, ასევე გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთა დახმარება.

მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიცია აერთიანებს შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN);

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი;

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR);

კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN) და საქართველოს რეგიონალური მაუწყებლობის ასოციაცია.

ფოტორეპორტაჟი: Georgia’s Overlooked Disaster Victims

IWPR-ის ფოტორეპორტაჟი მლეთადან და შარახევიდან

რეპორტაჟი შარახევიდან – რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური

“Забытое и Богом, и людьми”

Эдита Бадасян

Небольшое село Шарахеви в Мцхета-Мтианетском регионе Грузии приобрело печальную известность в прошлом году из-за обрушившихся на него стихийных бедствий – наводнения, оползней и урагана. О бедствии в селе сообщали все национальные СМИ.

რეპორტაჟი მლეთადან – რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური

«Когда умрем, тогда и придут на помощь», Эдита Бадасян

В Грузии более 11 тысяч семей живут в зонах экологического риска, подверженных наводнениям и оползням. Эти люди часто становятся так называемыми экоэмигрантами, проблемами которых должно заниматься Министерство по делам беженцев из оккупированных территорий и расселению. Однако ни в 2010-м, ни в 2011 году в госбюджете на нужды этих людей средств выделено не было.

სტიქიამ გარდაბნისა და მარნეულის მოსახლეობა დააზარალა

,,გადამწყვეტი მოქმედებები იმავე დღეს, რომ არ დაგვეწყო, იმ ცხრა სახლიდან, რომელიც მდინარის ნაპირზეა, აღარც ერთი აღარ იქნებოდა”

გარდაბნის მუნიციპალიტეტს სტიქია წელსაც დაემუქრა. გაჩიანში მდინარე მტკვარმა კალაპოტი იცვალა და მოსახლეობას საფრთხე შეუქმნა. მარნეულში კი მდინარე დებედამ რამდენიმე ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა წაიღო და ტერიტორია წყლით დაფარა.

მარიკა ვარდოშვილი, ქვემო ქართლი. kvemokartli.ge

Read more of this post

სემინარი და პრეს-ტური ჟურნალისტებისთვის ეკომიგრანტების პრობლემების გასაშუქებლად

28-29 აპრილს აჭარისა და ცენტრალური მედიის 15-მდე ჟურნალისტი მცხეთა-მთიანეთში და კახეთში მოწყობილ პრეს-ტურში მიიღებს მონაწილეობას. პრეს-ტურის მიზანი ეკომიგრანტების და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გაცნობა და მათი შემდგომი გაშუქებაა.

28 აპრილს ჟურნალისტები დაესწრებიან სემინარს, რომელზეც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოში ეკომიგრანტების პრობლემების, მათ მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის და საკანონმდებლო ბაზაში არსებული ხარვეზების შესახებ. სემინარს სენის და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენლები გაუძღვებიან.

ამის შემდეგ ჟურნალისტები მოინახულებენ დუშეთის რაიონის სოფელ მლეთას და თიანეთის რაიონის სოფელ შარახევს, სადაც ათეულობით ოჯახი სტიქიის მიერ არის დაზარალებული და პრობლემის მოუგვარებლობის გამო ბევრი მათგანი დღემდე სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში რჩება.

პრეს-ტურის მეორე დღეს თბილისისა და აჭარის მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედს და ახმეტის რაიონის სოფელ ქორეთს მოინახულებენ, სადაც აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ.

პრესტურის შემდეგ მომზადდება რეპორტაჟების სერია როგორც რეგიონულ, ასევე ცენტრალურ ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში.

სემინარი და პრეს-ტური ორგანიზებულია სენის მიერ, მიგრაციის საკითხთა სამოქალაქო კოალიციის მონაწილეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ რეზო გეთიაშვილს:
ელფოსტა: rezo.getiashvili@cenn.org
ტელეფონი: 893 788 755
cenn.org
ecomigrants.wordpress.com