თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი: ქართული კანონმდებლობა ეკომიგრანტებს სამართლებრივი დაცვის გარეშე ტოვებს
April 15, 2011 Leave a comment
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 35 204 ოჯახია რეგისტრირებული. ამათგან, 11 ათასი ოჯახი ბუნებრივი კატასტროფებისაგან დანგრეულ ან საცხოვრებლად უვარგის სახლში ცხოვრობს და სასაწრაფო განსახლებას საჭიროებს. თუმცა, მათ მიმართ არც ეკოლოგიური მიგრაციის მართვის გრძელვადიანი სტრატეგია არსებობს და არც შესაბამისი კანონმდებლობა, რაც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება და შედეგად, ეს ადამიანები სოციალური დაცვის გარეშე რჩებიან.


